გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Program 2 Colo-Vada Plus
პროგრამა 2 კოლო - ვადა პლუსი




გამოშვების ფორმა:
სურათებზე მოცემული ყუთის სახით.
შემადგენლობა:
კომპლექსი 1 - 14 პაკეტი
კომპლექსი 2 - 8 პაკეტი
კომპლექსი 3 - 6 პაკეტი
ფხვნილი "კოლო-ვადა მიქსი" - 16 პაკეტი
ორგანიზმის გაწმენდის კომპლექსური ღონისძიებების პროცესში (დიეტები, შიმშილობა და ა.შ) შეიძლება გამოვიყენოთ "პროგრამა 2 კოლო-ვადა პლუსი", რომელიც წარმოადგენს რეკომნდაციებს ვიტამინურ-მინერალური ბალანსის შენარჩუნებისა და გაწმენდის პროცესის ოპტიმიზაციისთვის განკუთვნილი განსაზღვრული პროდუქტების მიღების თანმიმდევრობისა და წესების თაობაზე. პროგრამა გაანგარიშებულია 14 დღეზე და მოიცავს 3 ეტაპს, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად გავზარდოთ წიდების გამოყვანის ეფექტურობა, გავაუმჯობესოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა, შევინარჩუნოთ ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორა, მოვახდინოთ ვიტამინურ-მინერალური ბალანსის ნორმალიზაცია დიეტის დროს, ვუზრუნველვყოთ რა ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით და მინიმუმამდე დავიყვანოთ დისკომფორტული შეგრძნებები.
გამოყენება:
"პროგრამა 2 კოლო-ვადა პლუსის" შემადგენლობაში შემავალი პროდუქტები ახდენენ ორგანიზმზე შემდეგ დადებით ზემოქმედებას:
-
დეტოქსიკაციურს;
-
სასაქმებელს;
-
ჭიების საწინააღმდეგოს, ანტიმიკრბულს;
-
ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას;
-
ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის და საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზაციას;
-
აჯანსაღებს ორგანიზმს და ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
პირველი ეტაპი
მომზადება - 7 დღე
პროგრამის პირველი ეტაპისთვის განკუთვნილია 14 პაკეტი №1, რომელთაგან თითოეული შეიცავს: ალტიმეთს, მეგა აციდოფილუსს, ვიტამინ C-ს, ლუცერნას, კასკარა საგრადას, ბალახების ნაკრებს №2, შავი კაკლის ფოთლებს.
ამ ეტაპზე ხდება ორგანიზმის მომზადება გასაწმენდად, ტოქსიკური ნივთიერებები გამოჰყავთ მსხვილ ნაწლავში. ორგანიზმი უზრუნველყოფილია საკვები ნივთიერებებით, ხდება ნაწლავის მუშაობის ნორმალიზაცია.
მეორე ეტაპი
გაწმენდა - 4 დღე
პროგრამის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილია 8 პაკეტი №2 და ფხვნილ "კოლო-ვადა მიქსის" 16 პაკეტი. თითოეული პაკეტი №2 შეიცავს: ალტიმეითს, მეგა აციდოფილუსს, ვიტამინ C-ს, ლუცერნას, კასკარა საგრადას, ბალახების ნაკრებს №2, შავი კაკლის ფოთლებს. მეორე ეტაპზე ხდება ნაწლავის გაწმენდა ფხვნილ "კოლო-ვადა მიქსის" ძლიერი გაჯირჯვების ხარჯზე ჟელესმაგვარი მასის წარმოქმნით, რომელსაც გააჩნია საოცარი უნარი - შემოეხვიოს ნაწლავში დიდი ხნით გაჩერებულ დიდი რაოდენობის შიგთავსს და ადვილად გამოაძევოს ის ორგანიზმიდან.
მესამე ეტაპი
აღდგენა - 3 დღე
პროგრამის მესამე ეტაპისთვის განკუთვნილია 6 პაკეტი №3, რომლებიც შეიცავენ: ალტიმეითს, მეგა აციდოფილუსს, ვიტამინ C-ს, ლუცერნას, კასკარა საგრადას, დიგესტეიბლს.
მესამე ეტაპზე ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობისა და ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა ნატურალური პრობიოტიკური კუტურების (ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებისთვის) და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების (ამილაზა, პროტეაზა, ლიპაზა, ბრომელაინი და სხვ.) კომპლექსის ხარჯზე.
რეკომენდაციები:
საკვებთან ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით.
უკუჩვენებები: პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.