top of page
ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა

სილამაზე

სილამაზე

სისუფთავე

სისუფთავე

პროდუქცია ორგანოთა სისტემების მიხედვით

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთავარი ფუნქცია სატრანსპორტოა. ის უზრუნველყოფს ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების მომარაგებას ჟანგბადით, მეტაბოლიტებითა და ჰუმორული/ჰორმონული ნაერთებით, ფილტვებისკენ მიაქვს ნახშირორჟანგი, ხოლო თირკმელებში, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში - მეტაბოლიზმის პროდუქტები.

იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ყოველგვარი გენეტიკურად უცხო მიკროორგანიზმისა თუ ნივთიერებებისგან.

ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესთა დიდი ნაწილი რეგულირდება ენდოკრინული (ჰორმონული) სისტემით, რომელსაც კავშირი აქვს ცოცხალი ორგანიზმის სხვადასხვა მეტაბოლურ ფუნქციასთან: ქიმიური რეაქციების მიმდინარეობის ინტენსივობა უჯრედებში და უჯრედული მემბრანის გავლით მიმდინარე ნივთიერებათა ტრანსპორტი, ასევე, უჯრედული მეტაბოლიზმის სხვა ასპექტებთანაც, მაგალითად, ზრდა და გამოყოფა.

სახსრებ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებია:

  • ორგანიზმის გადაადგილება სივრცეში

  • სხეულის ნაწილების გადანაცვლება ერთმანეთის მიმართ

  • პოზის შენარჩუნება

  • მეტყველების მოტორული კომპონენტის შესრულება

  • ყლაპვა - ნაწილობრივ

  • გარეგანი სუნთქვის განხორციელება

  • ორგანიზმის დაცვა მექანიკური დაზიანებებისგან და ა.შ

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა ორგანიზმში ფუნქციათა მარეგულირებელ და მაინტეგრირებელ როლს ასრულებს. იგი ყველა ქსოვილსა და ორგანოს აერთიანებს და აკოორდინირებს მათ სპეციფიკურ აქტივობას ერთიან ჰომეოსტაზურ და ქცევით ფუნქციურ სიტემებში (პროცესებში). ასევე, მისი სიჯანსაღე მოქმედებს უმაღლესი ნერვული მოქმედების შესაძლებლობაზე.

რეპროდუქციული სისტემა - ორგანოთა და სისტემების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს განაყოფიერებასა და ადამიანის გამრავლებას. იგი დაკავშირებულია ორგანიზმის ენდოკრინულ სისტემასთან. ამ სისტემების თანაკვეთა გამოიხატება სასქესო ჯირკვლებში, რომლებიც გამოიმუშავებენ ჰორმონებს სხვა ჯირკვლების მსგავსად. აღსანიშნავია, რომ სასქესო ჯირკვლების აქტივობა დამოკიდებულია არასასქესო ჯირკვლებზე ისევე, როგორც არასასქესოთა აქტივობა - სასქესო ჯირკვლებზე!

რესპირატორული სისტემა აერთიანებს მრავალ ორგანოს, რომელთა ფუნქცია გარეგანი სუნთქვისა და ფილტვებში გაზთა ცვლის უზრუნველყოფაა. ეს თანმიმდევრულად განხორციელებული პროცესთა ერთობლიობაა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ ჟანგბადის მოხმარებასა და ნახშირორჟანგის გამოყოფას.

გამოყოფის ფუნქციური სისტემის დანიშნულებაა ორგანიზმიდან მისი ცხოველქმედების მავნე პროდუქტების გამოტანა. გამოყოფის სისტემა ახორციელებს ჰომეოსტაზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექნიზმს - ორგანიზმის გათავისუფლებას:

  • მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი წყლის, მარილებისა და ორგანული ნივთიერებების ჭარბი რაოდენობისაგან;

  • უცხო და ტოქსიკური ნივთიერებებისაგან;

  • ნივთიერებათა ცვლის იმ პროდუქტებისაგან, რომელთა გამოყენება ორგანიზმში შემდგომში აღარ მოხდება.

bottom of page