
მარჯანი
Coral
მარჯნის საფუძველი - მაგნიუმისა და კაცლიუმის კარბონატები, ასევე რკინის ოქსიდები. მარჯანი მდიდარია ნატრიუმითა და კალიუმით.
კალციუმი - მონაწილეობს უჯრედშიდა პროცესებში. არეგულირებს არტერიულ წნევას და უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ასევე დიდი როლი აქვს ნერვულ იმპულსთა გატარებასა და კუნთის შეკუმშვაში. აყალიბებს ძვლოვან და შემაერთებელ ქსოვილებს.
მაგნიუმი - ათავისუფლებს ატფ-ს და მატებს ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს. უზრუნველყოფს სტაბილურ გულისცემას და არეგულირებს სისხლის წნევას. ანელებს ნაადრევ დაბერებას.
ნატრიუმი - შედის სისხლისა და უჯრედშორისი სითხის შემადგენლობაში. ნატრიუმი მთავარი კომპონენტია ოსმოსური წნევის არსებობაში. არეგულირებს არტერიულ წნევას. განაპირობებს მოქმედების პოტენციალის აღმოცენებას და ნერვული იმპულსების გატარებას.
კალიუმი - უზრუნველყოფს მოსვენების პოტენციალის ჩამოყალიბებას. არეგულირებს ნერვული უჯრედების გამტარუნარიანობას, გულის შეკუმშვათა რითმს და სხვა პროცესებს. გამოჰყავს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან. ამას გარდა, კალიუმს აქვს ანტიოქსიდაციური თვისებები, რაც გამომდინარეობს თავისუფალი რადიკალების აქტივობის შეზღუდვიდან.