გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Coral Cat's Claw
კორალ კატის ბრჭყალი




„კორალ კატის ბრჭყალი“ ზრდის იმუნიტეტს და ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო ტონუსის შენარჩუნებას. მას საფუძვლად უდევს ძალ-ღონის გამოცლისას, სისუსტისას, დაქვეითებული აქტივობისას შეუცვლელი მცენარეები (პერუს ლიანა, მწვანე ჩაი, ოროვანდის ფესვი), რომლებიც ავლენენ ზოგად გამაჯანსაღებელ მოქმედებეას და ზრდიან იმუნიტეტის წინააღმდეგობას გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი.
გამოყენება:
"კორალ კატის ბრჭყალი" საკმაოდ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის შემდეგი მოქმედების წყალობით:
-
იმუნოგამამტკიცებელია;
-
ანტიოქსიდანტური და მატონიზირებელია;
-
ანთების საწინააღმდეგოა.
გამოშვების ფორმა:
60 კაფსულა
შემადგენლობა:
კატის ბრჭყალის ექსტრაქტი...............................................300 მგ
ოროვანდის ფესვის ექსტრაქტი..........................................100 მგ
მწვანე ჩაის ექსტრაქტი.........................................................100 მგ
დამხმარე კომპონენტები.
აქტიური კომპონენტების მოქმედება:
პერუს ლიანა თავისი სასარგებლო თვისებებით იშვიათი მცენარეა, რომელიც იზრდება ლათინური ამერიკის მაღალმთიან რაიონებსა და ამაზონის ჯუნგლებში. დოქტორ კეპლინგ-გერის მიერ 1974 წელს აღმოჩენილმა მცენარემ სწრაფად გადმოინაცვლა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის აფთიაქების თაროებზე. ენდროსებრთა მთელი ოჯახიდან სწორედ პერუს ლიანას გააჩნია გამოხატული იმუნომოდულირებადი ეფექტი. ეს საოცარი მცენარე საუკეთესოდ აღადგენს ორგანიზმის დამცავ ძალებს, ზრდის მის მუშაობის უნარს, ყველაფერი ეს კი ხდება აქტიური ნივთიერებების - ოქსიინდოლური ალკალოიდების, გლიკოზიდების, პროანტოციანიდების წყალობით. მოქმედებენ რა კომპლექსში, ეს ნივთიერებები აძლიერებენ ფაგოციტოზს, ააქტიურებენ რა T-ლიმფოციტებისა და T-კილერების ფუნქციებს, რომლებიც შთანთქავენ მავნე უცხო სხეულებს, მათ შორის ბაქტერიებს, მკვდარ ან დაღუპულ უჯრედებს, ბლოკავენ ვირუსების გამრავლებას უჯრედში. ახდენენ სისხლის შრატში იმუნოგლობულინების დონის ნორმალიზაციას. გარდა ამისა, კატის ბრჭყალი ხელს უწყობს კაპილარების სიმტკიცის გაზრდას და სისხლძარღვოვანი ტონუსის გაუმჯობესებას.
გამამხნევებელი და ამგზნები მწვანე ჩაი აუმჯობესებს გუნება-განწყობას და ახდენს ძალების მობილიზაციას, გვმუხტავს ენერგიით და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ჩაი განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ეთერზეთებით და ამინომჟავებით. მატონიზირებელი და გამამხნევებელი ეფექტის გარდა, ის უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვასაც. ამაზე პასუხს აგებს ვიტამინი P - იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისაგან თავისუფალი რადიკალებით, ხდის მათ ელასტიკურსა და მოქნილს, ხელს უშლის უჯრედების დაჟანგვას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესებს.
ოროვანდი ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში საკმაოდ პოპულარული მცენარეა ორგანიზმზე გამაჯანსაღებელი ზემოქმედების წყალობით. განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს ოროვანდის ფესვი - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების: პოლისაქარიდების, ქრომის, რკინის, ფოსფორის, მაგნიუმის, ნატრიუმის, კალიუმის, სპილენძის მარილები, ლინოლ-, ოლეინ-, სტეარინ- და პალმიტინმჟავების, ეთერზეთების წყარო.
რეკომენდაციები:
საკვებთან ბიოლოგიურად აქტიური დანამატის - ფლავონოიდების, კოფეინისა და მთრიმლავი ნივთიერებების წყაროს სახით.
უკუჩვენებები: პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.