გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Emu oil
კოსმეტიკური ზეთი „ემუს ქონი“


ემუს ქონი - მაღალკონცენტრირებული პროდუქტია, რომელიც მიიღება ექსტრაგირებისა და ფრაქციონირების გზით. სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს ცხიმიან კვალს.
ემუს ქონის ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი თვისებები შეიძლება ავხსნათ, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე. მის შემადგენლობაში შედის 70% ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც მიეკუთვნებიან გაუჯერებელ, ე. ი. მაღალაქტიურ მჟავებს. ემუს ქონი მდიდარია α - ლინოლენმჟავით - ნივთიერებით, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო მოქმედებით კუნთებში და სახსრებში ტკივილების დროს, აგრეთვე, ოლეინმჟავით, რომელიც ახდენს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ლინოლენმჟავის პროსტაგლანდინები ამცირებენ შეშუპებულობასა და შებოჭილობას სახსრების შეზღუდული მოძრაობისას, ავლენენ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს (განსაკუთრებით ზედაპირული ტრავმების დროს) და ხსნიან მომატებულ ფიზიკურ დატვირთვებთან დაკავშირებულ კუნთოვან დაჭიმულობას.
ემუს ქონი - ნატურალური და ეფექტური დამატენიანებელია მაღალი ბიოლოგიური აქტივობით. მას გააჩნია საოცარი თვისება სწრაფად შეიწოვოს და შეაღწიოს კანის ღრმა შრეებში, რაც, აგრეთვე, დაკავშირებულია შემადგენლობაში ოლეინმჟავის სიჭარბით. უხდება მშრალ კანს, უზრუნველყოფს დატენიანებას დღის განმავლობაში.
ემუს ქონი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას პრობლემური კანის დროს. ემუს ქონი არ ახშობს ფორებს და, შესაბამისად, არ იწვევს ფერიმჭამელების წარმოქმნას.
ის ამცირებს კანის გაღიზიანებასა და ანთებას ეგზემის დროს. ეგზემით დაავადებულები ხშირად განიცდიან კოსმეტიკის აუტანლობას. დამატენიანებელი საშუალებების დიდი უმრავლესობა აძლიერებს კანის გაღიზიანებას. ემუს ქონი არა მარტო არ აღიზიანებს ეგზემით დაავადებულთა კანს, არამედ ამსუბუქებს მათ მდგომარეობას.
ხელს უწყობს კანის რეგენერაციასა და შეხორცებას. ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას, ამცირებს ქავილს და ხელს უშლის კელოიდური ქსოვილის წარმოქმნას, რისი წყალობითაც ქსოვილების აღდგენა ხდება უფრო სწრაფად, უფრო ინტენსიურად და თან სდევს ნაკლები ტკივილის შეგრძნებები.
კარგად ხდება მისი შერწყმა სხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან, არ შეიცავს ალერგენებს, არა აქვს სუნი და ძალზე ეკონომიურია გამოყენებაში.
შემადგენლობა: ემუს გაწმენდილი ნატურალური ქონი.