გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Emu oil with Tea Tree oil
ბალზამი კანისთვის „ემუს ქონი ჩაის ხის ზეთით“


შეღწევის მაღალი უნარის წყალობით ემუს ქონი ახდენს ბალზამის ყველა შემადგენლის ტრანსპორტირებას კანის ღრმა შრეებში, აძლიერებს მათ სასარგებლო თვისებებს.
სპეციალურად შერჩეული შემადგენლობა აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას, ადუნებს მუსკულატურას, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, კანის რეგენერაციას; გვეხმარება სხვადასხვა წარმოშობის დამწვრობების დროს (ტერმული, ქიმიური, მზის). ბალზამის ხანგრძლივი გამოყენებისას ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის ნორმალიზაცია, უმჯობესდება კანის სტრუქტურა და გარეგანი იერი. ჩაის ხისა და თავყვითელას ზეთის წყალობით, ბალზამი დადებით მოქმედებას ახდენს გაღიზიანებებისას და ანთებითი პროცესებისას კანზე.
ჩაის ხის ზეთი - ზეთი - მკურნალია. თავისი თვისებების წყალობით იდეალურად გვეხმარება დამწვრობების, ჭრილობების, მწერების ნაკბენების, ფერიმჭამელებიანი გამონაყარის, ჰერპესის დროს. ის, აგრეთვე, ხსნის დაღლილობას, არბილებს და კვებავს კანს, ზრდის კაპილარების კედლების ელასტიურობას, ახდენს სისხლის მიკროცირკულაციის ოპტიმიზაციას, აღმოფხვრის შეშუპებებს და ზედაპირულ ვარიკოზულ ბადეს.
ფუტკრის ცვილი კარგად იწოვება კანით, ანიჭებს მას გლუვ და ნაზ იერს. ცვილი სასარგებლოა კანისთვის, რადგან ის შემადგენლობით ახლოსაა კანის ცხიმის კომპონენტების რიგთან. ის ხელს უწყობს ცვილისებრი აპკის წარმოქმნას კანის ზედაპირზე, ამით თავიდან გვაცილებს მის გაუწყლოებას, A ვიტამინისა და კაროტინოიდების შემცველობა უზრუნველყოფს დადებით გავლენას ეპითელური ქსოვილების რეგენერაციის პროცესებზე.
E ვიტამინი, „სილამაზის ვიტამინი“, იცავს კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან და თავიდან გვაცილებს კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების წარმოქმნას, ამარაგებს კანს ჟანგბადითა და წყლით, უზრუნველყოფს სინორჩესა და ელასტიურობას.
ხორბლის გაღივებული მარცვლებისა და კურკოვანების (ნუშის, გარგარის) ზეთები წარმოადგენენ გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების, მინერალების, ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების წყაროს. ემუს ქონთან შეუღლებით ამცირებენ გაღიზიანებას და ანთებას, გააჩნიათ შესანიშნავი დამარბილებელი, დამატენიანებელი და მარეგენერირებელი ეფექტი.
შემადგენლობა: თავყვითელა, ზეითუნის ზეთი, ემუს ქონი, ტკბილი ნუშის, გარგარის კურკების, ხორბლის გაღივებული მარცვლების, ჩაის ხის ზეთი, ფუტკრის ცვილი, E ვიტამინი.