გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Gentle Cleansing Milk
ნაზი გამწმენდი რძე


ნაზი არომატული რძე მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის კარგად წმენდს კანს, აქტიურად კვებავს მას, ხელს უწყობს კანის დამცავი ფუნქციებისა და ჰიდრატაციის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ანიჭებს მას ელასტიურობასა და დრეკადობას. შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც ლოსიონი პარსვის შემდეგ.
გვირილას ზეთი - ხამაზულენის წყარო - წარმოადგენს შეუცვლელ ბაქტერიციდულ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას მშრალი და მგრძნობიარე კანის მოვლისთვის. ის ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ამცირებს ალერგიულ გამოვლინებებს.
ტკბილი ნუშის ზეთი, რომელიც მდიდარია გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, ღრმად ატენიანებს და კვებავს კანს, აღმოფხვრის სიმშრალესა და აქერცვლას. ზეთში შემავალი E და F ვიტამინები ანელებენ უჯრედების დაბერებას, ახდენენ ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზაციას და თავიდან გვაცილებენ ფორების გაფართოებას. ნუშის ზეთის ღირსებების წყალობით კანი გამოიყურება გლუვად და აბრეშუმისებურად.
ავოკადოს ზეთს გააჩნია მაღალი საკვები და მარეგენერირებელი თვისებები, აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციებს. ზრდის დრეკადობასა და ტონუსს.
ყურძნის წიპწის ზეთი უზრუნველყოფს კანის მაქსიმალურ დაცვას და ხელს უწყობს მის ხანგრძლივ დატენიანებას.
შემადგენლობა: ალოეს გელი, მზესუმზირის ზეთი, სტაფილოს ექსტრაქტი, გლიცერილ - სტეარატი, დიმეტიკონი, E ვიტამინი, თავყვითელას ექსტრაქტი, მანდარინის ზეთი, ავოკადოს ზეთი, ყურძნის წიპწის ზეთი, ტკბილი ნუშის ზეთი, A ვიტამინი, სანდალის ხე, გვირილას ზეთი, მიხაკის ზეთი, დამხმარე კომპონენტები.