გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Gest-Оne
კრემი “ჯესტ-უანი“


კრემი „ჯესტ-უანი” - ეს პროფილაქტიკური კოსმეტიკური საშუალებაა ნატურალური ფიტოესტროგენებით. კრემის ყოველდღიური გამოყენება დაგეხმარებათ ჰორმონალური ბალანსის, მენსტრუალური ციკლის დარღვევებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, აგრეთვე, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
დიოსკორეას (ჩინური კარტოფილის) ექსტრაქტი - ბუნებრივი ფიტოესტროგენის - დიოსგენინის, პროგესტერონის წინამორბედის წყაროა. ფიტოესტროგენები დადებით გავლენას ახდენენ ჰორმონალურ სტატუსზე, მენსტრუალურ ციკლზე, ამცირებენ საკვერცხეების დისფუნქციასთან, პრე და პოსტკლიმაქსთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს.
ციმიციფუგის ექსტრაქტი ახდენს მსუბუქ ესტროგენისმაგვარ მოქმედებას. მცენარის ესტროგენომაგვარი ნივთიერებები ამცირებენ კლიმაქსური სინდრომის გამოვლინებებს და აჩქარებენ კანის უჯრედების განახლებას, ზრდიან რა კოლაგენისა და ჰიალურონ-მჟავის შემცველობას.
ბარბადოსის ალოეს ექსტრაქტი და ჟოჟობას ზეთი - შესანიშნავი დამატენიანებლებია, რომლებიც არბილებენ კანს პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებისა და ამინომჟავების ხარჯზე, ხელს უწყობენ წყლის შეკავებას კანში. მცენარეში შემავალი ანტიოქსიდანტი - ვიტამინები F და E ახდენენ ანთების საწინააღმდეგო და ანტიასაკობრივ ეფექტს.
შემადგენლობა: ბარბადოსის ალოეს ფოთლების ექსტრაქტი, ჟოჟობას ზეთი, დიოსკორეას (ჩინური კარტოფილის) ექსტრაქტი, ოროვანდის ფესვის ექსტრაქტი, ბეტაგლუკანები, ციმიციფუგის ექსტრაქტი, ვიტამინი E, დამხმარე კომპონენტები.