გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Microhydrin Plus
მიკროჰიდრინ პლუსი



ჩვენს ორგანიზმში მუდმივად წარმოიქმნებიან თავისუფალი რადიკალები - ეს ნივთიერებათა ცვლის ბოლომდე დაუჟანგავი პრუქტებია, რომელთა ნეგატიური მოქმედება ვლინდება ორგანიზმის დაბერების პროცესების დაჩქარებაში, იმუნიტეტის დასუსტებაში, სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნაში. თავისუფალი რადიკალებისაგან დაცვაში ორგანიზმს უდიდეს დახმარებას უწევენ ანტიდამჟანგავები (ანტიოქსიდანტები). მიკროჰიდრინ პლუსი წარმოადგენს ხელმისაწვდომი ანტიოქსიდანტების ძლიერ წყაორს. აუღლებს ერთმანეთს მიკროჰიდრინის დადებით ეფექტსა და მცენარეული ანტიოქსიდანტების ძალას, პროდუქტს გააჩნია დადებითი ზემოქმედების ძალზე ფართო სპექტრი.
გამოყენება:
მიკროჰიდრინ პლუსი გამოიყენება:
-
ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის - არახელსაყრელი ზემოქმედებებისადმი მდგრადობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გაზრდისთვის;
-
იმუნიტეტის კორექციისთვის;
-
უჯრედებისა და ქსოვილების დაზინების პროფილაქტიკისათვის.
გამოშვების ფორმა:
60 კაფსულა
შემადგენლობა:
მიკროჰიდრინი (კალიუმის ციტრატი და კარბონატი, მაგნიუმის ასკორბატი და სულფატი, სილიციუმი, გაწმენდილი იონიზირებული წყალი, კალციუმის ჰიდროქსიდი, მანიტოლი, ლიმონმჯავა, მზესუმზირის თესლის ზეთი)..................................................................200 მგ
ანტიოქსიდანტების ნარევი (მწვანე ჩაის ექსტრაქტი, კვერცეტინი, ლიპოის მჟავა, ასკორბინმჟავა, ნარშავის ექსტრაქტი, ნიაცინი, სელენიუმის ამინოქელატი).........145 მგ
დამხმარე კომპონენტები.
აქტიური კომპონენტების მოქმედება:
მიკროჰიდრინი ხელმისაწვდომი ელექტრონების წყაროა, რომლებიც ახდენენ თავისუფალი რადიკალების მოქმედების ნეიტრალიზაციას. ის აუმჯობესებს უჯრედების ჰიდრატაციას, ამცირებს რძემჟავის დონეს კუნთებში, ხსნის რა დაჭიმულობასა და დაღლილობას, ზრდის კუნთების დრეკადობას, ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარს.
ასკორბინმჟავა (ვიტამინი C) ახდენს ჰეპატოპროტექტორულ, ჰიპოლიპიდემიურ მოქმედებას. მონაწილეობს რა ნახშირწყლოვან ცვლაში, უზრუნველყოფს თავის ტვინის უჯრედებს გლუკოზის - ნერვული უჯრედების ენერგიის ძირითადი წყაროს - დროულ ათვისებას, ზრდის გლიკოგენის დაგროვებას ღვიძლში, ახდენს ლიპოტროპულ ეფექტს, თავიდან გვაცილებს ღვიძლის ცხიმოვან გადაგვარებას.
სელენიუმი როგორც აქტიური ანტიოქსიდანტი ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მონაწილეობს ფერმენტების სინთეზში, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის კუნთის აღდგენაში, აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ახდენენ ქსოვილებთან საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდების ოპტიმიზაციას, ამცირებენ პიგმენტაციას და უზრუნველყოფენ კანის საფარის ელასტიკურობას.
მწვანე ჩაის ექსტრაქტი უნივერსალური ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლის ძირითადი მოქმედება მიმართულია ორგანიზმიდან ჟანგბადის ჭარბი, ბოლომდე დაუჟანგავი ფორმების, გამოყვანისკენ. ეს ფერმენტების, B ჯგუფის, K, P ვიტამინების, მინერალური მარილების უმდიდრესი წყაროა. შესანიშნავად ახდენს ტონიზირებასა და ენერგიით დამუხტვას.
ნარშავის ექსტრაქტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - სილიმარინს, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას, აუმჯობესებს ცხიმების მონელებას და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ოპტიმალურ ათვისებას, ამაგრებს უჯრედულ მემბრანებს და მონაწილეობს ახალი უჯრედების წარმოქმნაში, აქტიურად ახდენს ცილის სინთეზის სტიმულაციას.
რეკომენდაციები:
საკვებთან ბიოლოგიურად აქტიური დანამატის - C, PP ვიტამინების, სელენიუმის, სილიციუმის დამატებითი წყაროს, ფლავონოიდების, ფლავოლიგნანების, ლიპოელმჟავის წყაროს სახით.
უკუჩვენებები: პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, თირკმლების მწვავე და ქრონიკული დაავადებები.