გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Multi-active moisturizer
მულტიაქტიური დამატენიანებელი კრემი


კრემი მშრალი, გაუწყლოებული და მგრძნობიარე კანისთვის უზრუნველყოფს მაქსიმალურ დატენიანებას, ახდენს უჯრედების განახლების სტიმულაციას, თავიდან გვაცილებს ნაოჭების წარმოქმნას, უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს და ახალგაზრდობას.
A, C და E ვიტამინები - “სილამაზის ვიტამინები“ - ხელს უწყობენ ეპიდერმისის სწრაფ განახლებას, იცავენ თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი მოქმედებისაგან, უბრუნებენ კანს დრეკადობას, ახდენენ მის გაახალგაზრდავებას.
მცენარეული ზეთები თავიდან გვაცილებენ ნაოჭების წარმოქმნას და წყლის დაკარგვას, გვიცავენ ულტრაიისფერი სხივებისაგან, უზრუნველყოფენ კანის კვებას.
ხილის ექსტრაქტები ასწორებენ წვრილ ნაოჭებს, ზრდიან კანის დრეკადობასა და ელასტიურობას.
ლიკოპენი და მწვანე ჩაი - ძლიერი ანტიოქსიდანტებია, გვიცავენ გარემოს და ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან, ახდენენ კანის ტონიზირებას და განახლებას.
შვრიის ქატოს ექსტრაქტი კვებავს და არბილებს კანს, ახდენს უჯრედების განახლების სტიმულაციას, ანიჭებს კანს სიგლუვესა და ხავერდოვნებას.
შემადგენლობა: ბარბადოსის ალოეს ფოთლების ექსტრაქტი, ბრინჯის ქატოს ზეთი, დიმეტიკონი, სკვალენი, ჟოჟობას ზეთი, ევროპული ზეთისხილის ზეთი, კივის ექსტრაქტი, ყურძნის ექსტრაქტი, ნატრიუმის ჰიალურონატი, გლუკოზამინოგლიკანები, გრეიპფრუტის ზეთი, ფორთოხლის ზეთი, ალანტოინი, ასკილის ზეთი, ვიტამინი E, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, შვრიის ქატოს ექსტრაქტი, ილანგილანგის ზეთი, ვიტამინი A, ანგელოზას ფესვის ზეთი, ლიკოპენი, დამხმარე კომპონენტები.