გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Pau D`Arco with Dandelion
ჭიანჭველას ხის ქერქი ბაბუაწვერათი



"ჭიანჭველას ხის ქერქი ბაბუაწვერასთან ერთად" ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ ეფექტს. მცენარეული ნივტიერებების კომპლექსი (ჭიანჭველას ხის ქერქი, ბაბუაწვერა, ყურძნის წიპწა, ზეთისხილის ხის ნაყოფი) ამუხრუჭებს პათოგენური ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების მოქმედებას, განამტკიცებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი.
გამოყენება:
"ჭიანჭველას ხის ქერქი ბაბუაწვერასთან ერთად" ახდენს ზოგად გამაჯანსაღებელ მოქმედებას:
-
რესპირატორული დაავადებების (გრიპის, ტრაქეიტის, ბრონქიტის და ა.შ) დროს;
-
სხვადასხვა ლოკალიზაციის ანტებითი პროცესების დროს;
-
შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს;
-
სოკოვანი დაავადებების დროს;
-
კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს.
გამოშვების ფორმა:
90 კაფსულა
შემადგენლობა:
ჭიანჭველას ხის ქერქი.........................................................250 მგ
ბაბუაწვერას ექსტრაქტი......................................................150 მგ
ყურძნის წიპწის ექსტრაქტი...................................................50 მგ
ზეთისხილის ხის ნაყოფის ექსტრაქტი.................................30 მგ
აქტიური კომპონენტების მოქმედება:
ჭიანჭველას ხის ქერქი მცენარეული წარმოშობის საყოველთაოდ აღიარებული იმუნოკორექტორია. ამ უნიკალური მცენარის ქერქის მოქმედი ნივთიერება - ლაპახოლი - ტავიდან გვაცილებს გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების ზრდასა და გამრავლებას, აჩერებს სხვადასხვა ვირუსების ზრდას, ამუხრუჭებს იმ ფერმენტების სინთეზსა და რეპროდუქციას, რომლებიც მონაწილეობენ ვირუსის სასიცოცხლო ციკლის რეგულაციაში. ჭიანჭველას ხის ქერქი ზრდის ორგანიზმის სპეციფიკურ რეზისტენტობას, აძლიერებს უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მექანიზმებს. ეს საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ის ორგანიზმში განვითარებული ალერგიული და აუტოიმუნური პროცესების დროს ისე, რომ არ შეგვეშინდეს მათი გამწვავებისა. ანტიპარაზიტული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი უზრუნველყოფილია ქერქიდან გამოყოფილი ქსილოდინით, რომელიც ლაპახოლთან ერთად თრგუნავს მრავალი სახეობის სოკოს, აგრეთვე, უჯრედშიდა პარაზიტების ზრდასა და განვიტარებას.
ბაბუაწვერა "სიცოცხლის ელექსირია". მცენარის ფესვებში მრავალი სასარგებლო ნითიერებაა (გლიკოზიდი ტარაქსაცინი (10%-მდე), ცილოვანი ნივთიერებები (15%-მდე), ვიტამინები A, C, B2, მინერალები, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ინულინი, სანელებლები, გაუჯერებელი მჟავები), რომლებიც ახდენენ ორგანიზმზე ზოგად გამაჯანსაღებელ მოქმედებას.
ყურძნის წიპწა. ბუნებამ ყურძნის წიპწაში თავი მოუყარა ძალზე ღირებულ ანტიოქსიდანტებს (პროანტოციანიდებს), ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ქლოროფილს. ძლიერი ანტიდამჟანგავები ამუხრუჭებენ ჯანსაღი ნივთიერებების დაშლას თავისუფალი რადიკალებით, ანელებს რა დაბერების პროცესებს, ახდენს კაპილარების კედლების გამაგრებას, ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.
ზეთისხილის ხის ნაყოფი ფასდაუდებელი მცენარეა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ბერძნები. ზეთისხილის ფოთლებში მრავალი სასარგებლო ნივთიერებაა: გლიკოზიდები, ორგანული მჟავები, ფლავონოიდები, ვიტამინი C და ტანინები. თანამედროვე სამეცნიერო კვლევებმა გვიჩვენეს ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტის ანტივირუსული საშუალების სახით გამოყენების ეფექტურობა, რომელსაც გააჩნია აქტივობა სტრეპტოკოკისა და სტაფილოკოკის მდგრადი შტამების მიმართ, აგრეთვე, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება (მათ შორის, კადიდოზის დროს).
რეკომენდაციები:
საკვებთან ბიოლოგიურად აქტიური დანამატის - პროანტოციანიდინებისა და მთრიმლავი ნივთიერებების წყაროს სახით.
უკუჩვენებები: პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.