გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Alive Ultra-concentrated powdered laundry detergent
კონცენტრირებული ფხვნილი Alive თეთრი და ფერადი ქსოვილების სარეცხად


გამოშვების ფორმა:
907 გ
შემადგენლობა:
ნატრიუმის პერკარბონატი < 40 %,
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 15-30 %;
ცეოლიტები 15-30 %;
ანიონურ ზან 5-15 %;
არაიონური ზან 5-15 %;
ნატრიუმის სულფატი 5-15 %;
ნატრიუმის მეტასილიკატი < 4 %;
ენზიმები (ალფა-ამილაზა, პროტეაზა) < 3 %;
კაჟმიწა < 3 %;
რესორბენტი (კმც) < 3 %.
ეკოლოგიურად სუფთა, კონცენტრირებული და მაღალეფექტური სარეცხი ფხვნილი მანქანითა და ხელით რეცხვისთვის. ეფექტურად მოქმედებს ნებისმიერ ტემპერატურაზე და წყლის ნებისმიერი სიხისტისას, უდგება ნებისმიერი ტიპისა და ფერის ქსოვილს, გარდა აბრეშუმისა და შალისა. გააჩნია 100 %-იანი ბიოხრწნადობა, არ შეიცავს ფოსფატებს, არომატიზატორებს, საღებავებსა და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს. აქტიური ჟანგბადის შემცველი მათეთრებელი, ცეოლიტები, ენზიმები, კმც ადვილად აშორებენ ნებისმიერი სახის ლაქებს, არ ტოვებენ კოშტებს, ათეთრებენ და არ აზიანებენ ქსოვილის ფერსა და სტრუქტურას. საშუალება ეკონომიურია გამოყენებისას (25 მლ 1 სტანდარტულ გარეცხვაზე).
თვისებები:
ეფექტურად აცილებს ზეთების, ცხიმის, ოფლის, სახამებლის ლაქებს, ცილოვან (რძე, ნაყინი, კვერცხი, სისხლი), შეფერადებული ლაქები (ყავა, ჩაი, შოკოლადი, ღვინო, ბოსტნეული, ხილი და ა.შ. ). არ ტოვებს გორგლებს და არ აზიანებს ქსოვილის ფერსა და სტრუქტურას.
აქტიური კომპონენტების მოქმედება:
ცეოლიტები არბილებენ წყალს, სრულად ხსნიან წყალში მდგრად ლაქებს, არ ცვლიან ქსოვილების სტრუქტურასა და ფერს, აძლიერებენ ზან - ის მრეცხავ აქტივობას.
დოდეცილბენზოლსულფონმჟავები - არაიონოგენური ზან, რომლებიც გამოიყენება ქსოვილზე მდგრადი დაბინძურებების წყალში გახსნის დასაჩქარებლად.
ნატრიუმის პერკარბონატი, ანუ აქტიური ჟანგბადი, აცილებს მდგრად ლაქებს ქსოვილებზე, ათეთრებს და აახლებს ქსოვილებს.
ენზიმები ეფექტურად აცილებენ ცილოვან და ცხიმოვან დაბინძურებებს, თავიდან გვაცილებენ გორგლების წარმოქმნას.
კარბოქსიმეთილცელულოზა (კმც) - ანტირესორბენტი - აკავებს დაბინძურებას წყალში და არ აძლევს მას ქსოვილზე გამეორებით დალექვის შესაძლებლობას.
ნატრიუმის ბიკარბონატი - კალცინირებული სოდა, შესანიშნავად ასაპნებს ცხიმიან ლაქებს, ადვილად ხსნის რა მათ წყალში, ამცირებს წყლის სიხისტეს და აძლიერებს ფხვნილის სხვა აქტიური კომპონენტების მოქმედებას.
ნატრიუმის სულფატი გამოიყენება ფხვნილში უსაფრთხო შემავსებლის სახით, აუმჯობესებს ზან - ის აქტივობას.
რეკომენდაციები:
მანქანით რეცხვა (საშუალო დაბინძურება):
4-5 კგ თეთრეულზე - ½ საზომი კოვზი (25 გ) ფხვნილი
მანქანით რეცხვა (ძლიერი დაბინძურება):
4-5 კგ თეთრეულზე - 1 საზომი კოვზი (50 გ) ფხვნილი
მანქანით რეცხვა (ჩალბობა):
4-5 კგ თეთრეულზე - ½ საზომი კოვზი (25 გ) ფხვნილი
მდგრადი და ჩამჯდარი ლაქების მოცილება:
½ საზომი კოვზი მათეთრებელი საშუალება Alive – 1 საზომი კოვზი სარეცხი ფხვნილი Alive.