გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Tea Tree Oil
ჩაის ხის კოსმეტიკური ზეთი


ჩაის ხის ზეთს იღებენ არა ჩაის ფოთლებისგან, არამედ მელალეუკას (Melaleuca) მირტისებრი ხეებისა და ბუჩქების ფოთლებისაგან. მათი აღმოცენების არეალი - მალაიზია და სამხრეთ - აღმოსავლეთი აზიაა. ზეთოვანი ხსნარი საკმაოდ კონცენტრირებულია, შესაბამისად, მისი გამოყენება შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ გარეგანი. მაგრამ ზეთის გარეგანი გამოყენების დროსაც კი საჭიროა სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის დროს.
თანამედროვე მეცნიერებამ პირველად ჩაის ხის ზეთის თვისებები გამოიკვლია XX საუკუნის დასაწყისში. კვლევების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ანტისეპტიკური აქტივობით ის 100 ჯერ უფრო ძლიერია კარბოლმჟავაზე, მაგრამ, ამავე დროს, უვნებელია ადამიანისთვის. 1937 წელს აღმოჩენილ იქნა ამ ზეთის კიდევ ერთი ფანტასტიკური თვისება: სისხლსა და ორგანული წარმოშობის სხვა ნივთიერებებში მისი ანტისეპტიკური თვისებები მატულობს 10-20%-ით.
ამჟამად ჩაის ხის ზეთი გამოიყენება როგორც მოქმედების ფართო სპექტრის ანტისეპტიკური საშუალება. როგორც მცენარის ამერიკელი მკვლევარები აღნიშნავენ, „ამ ანტისეპტიკს, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, შეუძლია გაუმკლავდეს პრაქტიკულად ნებისმიერ დაავადებას - თავზე ლიქენიდან დაწყებული, ფეხის თითებზე ფრჩხილების სოკოვანი დაზიანებებით დამთავრებული“. ამ ზეთის შემადგენლობა წარმოადგენს თვით ბუნებით ბალანსირებული 50 აქტიური კომპონენტის კომბინაციას (მონოტერპენები, დიტერპენები, ცინეოლი, ვირიდიფლორენი, B - ტერპინეოლი, L - ტერპინეოლი), რომლებიც უზრუნველყოფენ გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას კანზე.
ჩაის ხის ზეთი ეფექტურია კანის მწვავე და ქრონიკული ანთებების დროს. ახდენს მარეგენერირებელ მოქმედებას, აღმოფხვრის გაღიზიანებას, შეშუპებას, ქავილს, შეწითლებას, ჩირქოვან და ფარიმჭამელიან გამონაყარს. კოსმეტოლოგიაში გამოიყენება ცხიმიანი კანის ყოველდღიური მოვლისთვის, აგრეთვე, ქერტლისას, თმის ცვენისას, მეჭეჭებისას. ჩაის ხის ზეთის შეღწევის მაღალი უნარი საშუალებას აძლევს მას ერთდროულად იმუშაოს კანზედა (ზედაპირულ), ინტერდერმალურ (კანშიდა) და მოლეკულურ - უჯრედულ (თითოეული ცოცხალი უჯრედის შიგნით) დონეზე.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩაის ხის ზეთი ზემოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ კანის პათოლოგიურად შეცვლილ უბნებზე, აუმჯობესებს მისი უჯრედების ზრდასა და განახლებას. პარაზიტებით ( ტილები, მუნის ტკიპა) კანის დაზიანებისას ამ ზეთის გამოყენება იძლევა ხანგრძლივ დადებით ეფექტს.
ჩაის ხის ზეთის მოქმედება ქსოვილის დაზიანებულ უბნებზე განსაზღვრავს მისი გამოყენების წარმატებას კუნთების, სახსრების სხვადასხვა ტრავმების, დაჭიმულობების, ჭრილობების, დაბეჟილობების, დამწვრობების დროს. ის შესანიშნავად ხსნის ტკივილს, ახდენს დაზიანების ადგილის დეზინფექციას და ხელს უწყობს ჭრილობების, განსაკუთრებით ჩირქოვანი ჭრილობების შეხორცებას. გარდა ამისა, თრგუნავს სხვადასხვა მიკროორგანიზმების, ბაქტერიების, სოკოების მოქმედებას, ჩაის ხის ზეთი ავლენს ბაქტერიციდულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს.
თბილ აბაზანას ჩაის ხის ზეთის რამოდენიმე წვეთით გააჩნია საოცარი მომადუნებელი თვისებები, ზრდის ტონუსს და იმუნიტეტს.
შემადგენლობა: Melaleuca alternifolia-ს გვარის ჩაის ხის 100% გაწმენდილი ზეთი