გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Vitamin E
ვიტამინი E


გამოშვების ფორმა:
90 კაფსულა
შემადგენლობა:
ვიტამინი E (d-ალფა-ტოკოფეროლი, d-ალფა-ტოკოფეროლის სუქცინატი, d-ალფა-ტოკოფეროლის აციტატი)................38 სე
პროდუქტ "ვიტამინ E-ს" გამოყენება ინარჩუნებს მრავალი მნიშვნელოვანი სისტემის (გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, იმუნური) ცხოველქმედებას და თავიდან გვაცილებს ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტთან დაკავშირებული სერიოზული დაავადებების განვითასრებას.
გამოყენება:
"ვიტამინ E-ს" გამოყენება სასარგებლო იქნება:
-
ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის;
-
სასქესო ჯირკვლების ფუნქციის შესანარჩუნებლად;
-
იმუნური სისტემის განსამტკიცებლად;
-
სახსრებსა და იოგოვან-კუნთოვან აპარატში დეგენერაციული ცვლილებების პროფილაქტიკისათვის;
-
კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
აქტიური კომპონენტების მოქმედება:
როგორც ანტიოქსიდანტი ვიტამინი E ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას, ანელებს ლიპიდების (ცხიმების) დაჟანგვასა და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, აგრეთვე, იცავს სხვა ცხიმში ხსნად ვიტამინებს ჟანგბადით დაშლისაგან, ხელს უწყობს მათ უკეთეს ათვისებას ორგანიზმის მიერ.
ამ ვიტამინის მთავარი როლი მდგომარეობს იმაში, რომ ის თავიდან გვაცილებს ქსოვილების ზედმეტად გაჯერებას რეაქტიული ჟანგბადის ფორმებით - (ROS - Reactive Oxygen Species), ხელს უწყობს უჯრედების სუნთქვას და გამძლეობის გაზრდას. ამიტომ სპორტსმენებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრების აქტიურ წესს მისდევენ, უნდა იზრუნონ ორგანიზმში მისი მარაგის შევსებაზე.
ვიტამინი E თავიდან გვაცილებს ერითროციტების დაშლას, კაპილარების განვლადობისა და მტვრევადობის გაზრდას, ამცირებს სისხლის შედედებას და ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების დაყოფაში, პლაცენტის განვითარებაში, ჰორმონ გონადოტროპინის წარმოქმნაში, რომელიც ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების და შესაბამისად, სპერმატოზოიდების ან კვერცხუჯრედების წარმოქმნას ადამიანის ორგანიზმში. ამრიგად, ის მონაწილეობს შინაგანი სეკრეციის უმნიშვნელოვანესი ჯირკვლების (ჰიპოთალამუსი, ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვლები) მუშაობაში, აწესრიგებს რეპროდუქციულ ფუნქციას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის, გულის კუნთსა და ჩონჩხის მუსკულატურაში დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებების განვითარებას, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კვებასა და მის შემკუმშავ უნარს.
მნიშვნელოვან როლს თამაშობს სელენიუმის ცვლაში, რომელიც, არის რა ანტიოქსიდანტი, უზრუნველყოფს უჯრედული მემბრანების დაცვას თავისუფალი რადიკალების დამშლელი მოქმედებისაგან.
გარდა ამისა, ვიტამინი E-ს უწოდებენ "ახალგაზრდობის ვიტამინს", რადგან ის ანელებს დაბერების პროცესს, თავიდან გვაცილებს სიბერის პიგმენტაციის წარმოქმნას, საჭიროა უჯრედთაშორისი ნივთიერებების კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების ფორმირებისთვის, აღადგენს ეპიდერმისს, არეგულირებს კანის ზედა შრის წყლოვან ბალანსს, იცავს მას გამოშრობისაგან.
რეკომენდაციები:
საკვებთან ბიოლოგიურად აქტიური დანამატის - E ვიტამინის წყაროს სახით.
უკუჩვენებები: პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.