top of page

გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან

Yummies

გემრიელი საბავშვო ვიტამინები

 გამოშვების ფორმა: 

240 საღეჭი ტაბლეტი ხილის გემოთი

 

 შემადგენლობა: 

ვიტამინი A (ბეტა-კაროტინი).......................................1500 სე

ვიტამინი D3.....................................................................100 სე

ვიტამინი E............................................................................3 სე

ვიტამინი C.........................................................................20 მგ

ნიკოტინამიდი..................................................................3.3 მგ

პანტოთენმჟავა.....................................................................3 მგ

ვიტამინი B1.......................................................................0.5 მგ

ვიტამინი B2.......................................................................0.5 მგ

ვიტამინი B6.......................................................................0.4 მგ

ვიტამინი B12...................................................................1.5 მკგ

კალციუმი (კარბონატი)......................................................50 მგ

მაგნიუმი (ოქსიდი).............................................................20 მგ

რკინა (ფუმარატი).................................................................1 მგ

მანგანუმი (გლუკონატი).................................................0.33 მგ

სპილენძი (გლუკონატი)....................................................0.1 მგ

იოდი (კალიუმის იოდიდი)..............................................25 მკგ

 

დამხმარე კომპონენტები: დექსტროზა, სორბიტი, საქაროზა, მანიტოლი, სტეარინმჟავა, მაგნიუმის სტეარატი, კენკროვნების ნატურალური არომატიზატორი, ტროპიკული ხილის ნატურალური არომატიზატორი.

ვიტამინები და მინერალები ჯანმრთელობის ანბანია, ნივთიერებათა სწორი ცვლის საფუძველი, ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი მათი დროულად და საკმარისი რაოდენობით მიღება. მაგრამ ბავშვთა კვების თანამედროვე ხასიათს, ეკოლოგიასა და არასაკმარის ყოფნას სუფთა ჰაერზე მივყავართ ჰიპოვიტამინოზის განვითარებამდე.

 

"საბავშვო გემრიელი ვიტამინები" ალუბლის და ტროპიკული ხილის არომატით, უზრუნველყოფენ ბავშვს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებების შესაბამისად. ისინი საჭირო არიან წლის ნებისმიერ დროს ბავშვების სრულფასოვანი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.

 გამოყენება: 

 

"საბავშვო გემრიელი ვიტამინები" აუცილებელი დანამატია ბავშვის ყოველდღიურ რაციონთან. იგი:

 

  • ზრდის ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას;

  • სასარგებლოა სამკურნალო დიეტების დაცვისას;

  • ვიტამინებისა და მინერალების დაკარგვისას გაუწყლოების შემთხვევაში (ღებინება, დიარეა, მომატებული ოფლდენა);

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადებებისას.

 აქტიური კომპონენტების მოქმედება: 

 

ვიტამინები A და D უზრუნველყოფენ ზრდასა და განვითარებას, აძლიერებენ მხედველობის სიმახვილესა და ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციებისადმი, არეგულირებენ ფოსფორ-კალციუმის ცვლას, აუმჯობესებენ კალციუმის ათვისებასა და მის ტრანსპორტს სხვადასხვა ორგანოებთან, თავიდან გვაცილებენ რაქიტს.

 

B ჯგუფის ვიტამინები სასიკეთო გავლენას ახდენენ ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე, ზრდიან ფიზიკურ ამტანობასა და მეხსიერებას.

 

E ვიტამინი ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დამცავია, კარგ მდგომარეობას უნარჩუნებს ნერვულ სისტემასა და მუსკულატურას, ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებას (მაგ: ვიტამინი A-ს).

 

კალციუმი მნიშვნელოვანია ძვლების ფორმირებისტვის და კბილების მინერალიზაციისთვის, ამაგრებს კუნთებს, მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის მომწიფებაში, უზრუნველყოფს სისხლის ნორმალურ შედედებას.

 

რკინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქსოვილოვან სუნთქვის პროცესში, ახდენს ორგანიზმის უჯრედების გაჯერებას ჟანგბადით, ზრდის სასიცოცხლო ენერგიის დონესა და იმუნურ დაცვას, თავიდან გვაცილებს ანემიების განვითარებას.

 

იოდი არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის მუშაობას, წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების - თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის სტრუქტურულ კომპონენტს. იოდის დეფიციტი ბავშვებში იწვევს უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევებს, კრეტინიზმისა და ენდემური ჩიყვის განვითარებას.

რეკომენდაციები:

 

საკვებთან ბიოლოგიურად აქტიური დანამატის - A, B (B1, B2, B6, B12,PP), C, D, E ვიტამინების, პანტოთენმჟავისა და მიკროელემენტების (იოდის, სპილენძისა და მანგანუმის) დამატებითი წყაროს სახით.

გამოყენება: 3-დან 12 წლამდე ბავშვებს თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს.

მიღების ხანგრძლივობა: 1 თვე.

უკუჩვენებები: პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით დაავადებულ ბავშვებს ესაჭიროება ექიმ - ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

bottom of page