გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან
Zaferan
ზაფერანი



გამოშვების ფორმა:
60 კაფსულა
შემადგენლობა:
კურკუმის ექსტრაქტი.........................................................120 მგ
ზაფერანი პროდუქტია ღვიძლისა და ნახღვლის ბუშტის სიჯანსაღისთვის. ფესურების შემადგენლობაში შემავალი კუკუმინი აძლიერებს ნაღვლის ბუშტის შემკუმშავ აქტივობას, ღვიძლის უჯრედებში ნაღვლის მჟავების წარმოქმნას და ნაღვლის უკუდინებას, ამცირებს მავნე ქოლესტერინის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების) დონეს სისხლში.
გამოყენება:
ზაფერანი სასიკეთოდ მოქმედებს ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის მუშაობაზე:
-
ახდენს ნაღვლის გამოყოფისა და ნაღვლის მჟავების წარმოქმნის პროცესის ნორმალიზაცის;
-
ამცირებსწ ანთებით და ინტოქსიკაციურ პროცესებს ღვიძლში;
-
ახდენს ნივტიერებათა ცვლის ნორმალიზაციას;
-
ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
აქტიური კომპონენტების მოქმედება:
კურკუმა კოჭას "შორეული ნათესავია". შემთხვევით არ უწოდებენ მას "ყვითელ კოჭას" ინდოეთის, ჩინეთის, ცეილონისა და იავას მაცხოვრებლები. კუკუმის ყველა სახეობას შორის ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს Curcuma Longa, ანუ ტურმერიკი, რომლის არომატული ფესურა შედის ყოველგვარი სანელებლების შემადგენლობაში. მრავალი ჩვენთაგანისთვის კუკუმა ცნობილია, უპირველეს ყოვლისა, როგორც სანელებელი ნაზი, კოჭას მაგვარი არომატებით და მომწვანო-ცხარე გემოთი. სწორედ ასეთ ფერსა და არომატს ანიჭებენ მცენარეს კუკუმის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - კუკუმინოიდები - მათ შორის კურკუმინი, აგრეთვე ეთერზეთები.
ამ ნივთიერებების წყალობით კუკუმა ამჟამად განიხილება, აგრეთვე, როგორც მცენარე, რომელიც უპირატესად ასტიმულირებს ნაღვლის წარმოშობას და აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის მუშაობას. კურკუმინოიდები აქტიურად ზემოქმედებს ნაღვლის ბუშტის გლუვ კუნთებზე, ზრდის მათ ტონუსს, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვასა და დაცარიელებას. ისინი, აგრეთვე, ზრდიან ღვიძლის უჯრედებში ნაღვლის მჟავების სინთეზს და ამასთანავე ნაღვლის გამოსაყოფ რაოდენობას, აჩქარებენს ნაღვლის უკუდენას ღვიძლშიდა სანაღვლე სადინრებით, რის ხარჯზეც თავიდან გვაცილებენ ნაღვლის შესქელებასა და შეგუბებას.
კურკუმინოიდებით ნაღვლმდენი ფუნქციების გაუმჯობესება უშუალოდ დაკავშირებულია ქოლესტერინმარეგულირებელ მოქმედებასთან. ნაღვლის მჟავებსა და ფოსფოლიპიდებზე მასტიმულირებელი ზემოქმედების წყალობით კურკუმინი აჩქარებს ნაღველში დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების გახლეჩას, რის წყალობითაც მცირდება თვით ღვიძლში და, განსაკუთრებით, ნაღვლის ბუშტში ქოლესტერინული კოლტების წარმოქმნის ალბათობა, რომლებიც დროთა განმავლობაში გადადიან ქოლესტერინული ქვების ფორმაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კურკუმინოიდებს გააჩნიათ ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი. ისინი იცავენ ღვიძლის უჯრედებს ჟანგვითი დაზიანებებისაგან, თავიდან გვაცილებენ თვით ნაღვლის მჟავების, ქოლესტერინის ცვლის საბოლოო პროდუქტების დაჟანგვას, ხელს უწყობს მათ გამოყვანას ორგანიზმიდან. ხოლო კურკუმინი ამასთანავე ამცირებს პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების, ნაღვლის ბუშტის ანთების ძირითადი მედიატორების სინთეზს.
გარდა ამისა, კურკუმის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები მონაწილეობენ სპეციალური ფერმენტების (მაგალითად, გლუტატიონპეროქსიდაზას) გამომუშავებაში, რომლებიც იცავენ ღვიძლს ტოქსინებისა და ქსენობიოტიკების (პესტიციდები, საყოფაცხოვრებო ქიმიის, წამლების) ზემოქმედებისაგან. კურკუმა არა მარტო წმინდავს და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, არამედ ახდენს ერითროციტების წარმოქმნის სტიმულაციას. ეს მცენარე არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს მეტაბოლური პროცესების როგორც სიჭარბის, ისე ნაკლებობის კორექტირებას, ხელს უწყობს ცილის ათვისებას.
რეკომენდაციები:
საკვებთან ბიოლოგიურად აქტიური დანამატის - კურკუმინის წყაროს სახით.
უკუჩვენებები: კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.