top of page

გვერდზე გამოყენებულია მასალები CORAL CLUB-ის ოფიციალური საიტიდან

Coral-Mine

კორალ-მაინი

გამოშვების ფორმა:

10 ფხვნილი 1,0 - 1,0 გ პაკეტ-საშეებში

 

შემადგენლობა:

დაქუცმაცებული მარჯანი..................................................995 მგ

L-ასკორბინმჟავა.......................................................................5 მგ

 

მარჯანი

მარჯანი

ვიტამინი C

ვიტამინი C

“კორალ - მაინი“ ნატურალური პროდუქტია, რომელსაც აწარმოებენ იაპონიაში წყალღრმა მარჯნებისაგან - სკლეროაქტინიებისაგან, რომლებიც იზრდებიან იაპონიის ზღვაში, კუნძულების, ოკინავასა და ტოკუნოსიმას, მახლობლად. მარჯანი - ეს უნიკალური სუბსტანციაა, რომელიც 500 000 000 წლიანი არსებობის განმავლობაში ჩამოყალიბდა სრულყოფილ ეკოსისტემად, სადაც მიღწეულია ცხოველური და მცენარეული სამყაროების სრულყოფილი ჰარმონია. ბუნების ეს საუცარი ქმნილება ითავსებს ერთდროულად რამდენიმე მატერიალურ ფორმას: ეს ზღვის ცხოველია საოცარი მოხაზულობით, რომელიც მოგვაგონებს საკვირველ მცენარეებს, ხოლო არსებობს ზღვის მარილების ხარჯზე და იკვებება ზღვის მიკროორგანიზმებით.

 

გამოყენება:

 

წყალთან ურთიერთქმედებისას მინერალები მარილებიდან გადადიან წყალში და ანიჭებენ მას სასარგებლო თვისებებს, რომლებიც ხელს უწყობენ:

  • pH-ის ოპტიმალური მნიშვნელობის მიღწევას;

  • არტერიული წნევისა და გულის რიტმის რეგულაციას;

  • ოსტეოპოროზის, ართრიტების პროფილაქტიკას;

  • კუნთების ელასტიურობის ზრდას, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას;

  • თირკმლების, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის რეგულაციას;

  • კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

აქტიური კომპონენტების მოქმედება

 

მარჯნის ჩონჩხი - მინერალური მარილების კომპლექსი, რომელიც განაპირობებს მის უნიკალურ თვისებებს და ზემოქმედებს ორგანიზმზე. ძირითადად, ის კალსციუმისა და მაგნიუმის მარილებია. მის შემადგენლობაში, აგრეთვე, შედიან კალიუმი, ნატრიუმი, რკინა, ფოსფორი, გოგირდი, სილიციუმი, ქრომი, მანგანუმი, თუთია და სხვა ელემენტები. ბუნებრივი მარილების ეს მდიდარი კომპლექსი მარეგულირებელ მოქმედებას ახდენს მინერალურ ბალანსზე ორგანიზმში, მაშასადამე, ახდენს სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემებისა და ორგანოების მოქმედების ნორმალიზაციას.

 

კალციუმი ფოსმორთან ერთად აყალიბებს ძვლოვან ქსოვილს, წარმოადგენს სამშენებლო მასალას ყველა სახის შემაერთებელი ქსოვილისთვის. ის ხელს უწყობს გულის სტაბილურ რიტმს, არეგულირებს გლუვი მუსკულატურის (სისხლძარღვების, ნაწლავის, ნაღვლისა და შარდის ბუშტის) ტონუსს. ორგანიზმში კალციუმისა და მაგნიუმის ბალანსირებული შეუღლება (2:1) ხელს უშლის კალციუმის გამოყვანას ძვლებიდან, მათ დარბილებას.

 

ნატრიუმი არეგულირებს ოსმოსურ წნევას, წყალ-ცილოვან ცვლას, საჭიროა ნეირო-კუნთოვანი აგზნებადობისა და ნატრი-კალიუმის ტუმბოს მუშაობის შესანარჩუნებლად, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედული ცვლის რეგულაციას.

 

კალიუმი - ძირითადი უჯრედშიდა კათიონია, რომელიც ხელს უწყობს წყალ-მარილოვანი და მჟავა-ტუტოვანი  ბალანსის, ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობისა და გამტარობის შენარჩუნებას; უზრუნველყოფს არტერიული წნევის სტაბილურობას, ორგანიზმიდან გამოჰყავს ჭარბი სითხე.

თვისებები:

პროდუქტი არეგულირებს წყალ - მარილოვან და მჟავე - ტუტოვან ბალანსს და აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას და ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ მარაგს. სასარგებლოა სპორტით დაკავებისას, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვებისას.

 

რეკომენდაციები:

რეკომენდირებულია სასმელი წყლის კონდიციონირებისთვის მინერალური კომპოზიციის სახით. აუმჯობესებს წყლის ორგანოლეპტიკურ თვისებებს.

 

გამოყენება: მოათავსეთ 1 პაკეტი - საშე ( გაუხსნელად!) 1,5 ლიტრ წყალში ( წყლის რაოდენობა შეიძლება 2-3 ჯერ შევამციროთ). რეკომენდირებულია ბუტილირებული ან გაფილტრული წყლის გამოყენება. 5 წუთში წყალი მზადაა გამოსაყენებლად. მომზადებული წყალი სასურველია გამოვიყენოთ დღის განმავლობაში.

 

ყურადღება! პაკეტი - საშეს შემცველობა უმნიშვნელოდ იხსნება წყალში

bottom of page